ამ საცურაო კოსტიუმებმა უკვე დაიპყრო ქალების გულები ალტირშა კუკი ახალგაზრდა დედაა, რომელსაც მშობიარობის მერე ძალიან რცხვენოდა თავისი სხეულის გამოჩენის. ჩვეულებრივ ეფექტურ საცურაო კოსტიუმებში თავს ვერ გრძნობდა დამაჯერებლად და ლამაზად. მაგრამ ქალმა იპოვა გამოსავალი სიტუაციიდან და სცადა, თავად შეეკერა საცურაო კოსტიუმი. მერე კი თავისი მოდური სიახლის ფოტო ინტერნეტში განათავსა და უამრავი აღტაცებული შეფასება მიიღო. ამის მერე კი გადაწყვიტა, რომ ეს შეიძლებოდა მომგებიანი ბიზნესი ყოფილიყო და ამ საქმით სერიოზულად დაკავდა.
საცურაო კოსტიუმების მსგავსი მოდელი ადრეც გამოიყენებოდა, თუმცა არა აქტიურად. ამ ქალმა კი ის ნამდვილ მოდურ ტრენდად აქცია. ახლა მის საცურაო კოსტიუმებს არა მხოლოდ დედები და ის ქალები უკვეთავენ, რომელთაც პრობლემური ზონები აქვთ მუცლის მიდამოებში, არამედ მოდელის პარამეტრების მქონე გოგონებიც.