ქეთა ოჯახთან ერთად კვლავ ამერიკაშია, პრესტიჟულ რაიონ ბევერლი-ჰილზში ახალგაზრდა დედა ქეთა თოფურია თვე-ნახევრის ოლივიას ფოტოებს დებს სოციალურ ქსელში, ოღონდაც სახეს ჯერაც არ აჩენს. ამჯერად შავი სათვალით დაუმალა თვალები. ოლივიას ერთ-ერთ ახალ ფოტოზე ძალიან სახალისოდ აცვია - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ზედ კი მინაწერი აქვს: "ჩემი ქალი".
ოლივიას ავიატორი სათვალე უკეთია, ისეთივე, როგორიც დედას. სწორედ ამ სათვალით პოზირებდა ქეთა ცოტა ხნის წინ თავის გერთან - სოფია გეიხმანთან.
ქეთა ოჯახთან ერთად კვლავ ამერიკაშია, პრესტიჟულ რაიონ ბევერლი-ჰილზში. იქვე იმშობიარა, ძვირად ღირებულ კლინიკაში.