ჰერცოგინია კეტრინმა ახალი მოდა დაამკვიდრა ალბათ ყველას ახსოვს ჰერცოგინია კეტრინის გამოსვლა ახალშობილ ჯორჯთან ერთად 2013 წელს და შარლოტასთან - 2015 წელს. სამშობიაროდან გამოსული კეიტი მშვენივრად გამოიყურებოდა. და ეს სულაც არ იყო მისი ბუნებრივი სილამაზისა და დედობრივი ბედნიერების შედეგი. ჰერცოგინიას პირველ გამოსვლაზე სტილისტებმა იზრუნეს.
ეს ახალ მოდად იქცა ბრიტანეთსა და ამერიკაში და ახალგაზრდა დედები სამშობიაროში ეპატიჟებიან სტილისტებს. რასაკვირველია, აქ საღამოს მაკიაჟზე არ არის ლაპარაკი - ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბუნებრივი კულულები, მკრთალი, მაგრამ მშვიდი და სადა მაკიაჟი, ორსულობის დროს თუ თმას ვერ იღებავდნენ, ამასაც კი სამშობიაროში აგვარებენ, სტილისტებთან და ასე "გამოპრანჭულები" გამოდიან კლინიკებიდან.