ამ იდეას გვერდს ვერ აუვლით - გადააკეთეთ "შლოპანცები" ასეთ მოდურ ნივთად - მშობლები

ამ იდეას გვერდს ვერ აუვლით - გადააკეთეთ "შლოპანცები" ასეთ მოდურ ნივთად

2015-08-19 05:50:03+04:00

აი, ასე ადვილია ულამაზესი ფეხსაცმლის შექმნა ასეთი მოდური შედევრის შესაქმნელად დაგჭირდებათ მინიმუმი მასალა, წარმოსახვა და შლოპანცი, რომელიც განახლებას საჭიროებს. იდეად ეს ნიმუში შეგიძლიათ აიღო. თვით შლოპანცის ფერთა გამას შეურჩიეთ მასალა და დაიწყეთ რესტავრაცია.

დაგჭირდებათ:

"შლოპანცები"

წვრილი ატლასის ლენტი

დეკორატიული მძივები

ძაფები

ნემსი

mshoblebi

შემოავლეთ ლენტი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და ბოლოები ნემსითა და ძაფით დაამაგრეთ. მეტი სიმტკიცისთვის ლენტი იმ ადგილას დაამაგრეთ, სადაც სამკუთხედს ქმნის.

mshoblebi

შემდეგ ლენტები ერთმანეთში თასმებივით გადაწანით, სამკუთხა საფუძველი შექმენით მძივებისთვის. კარგად დაამაგრეთ ძაფებით სამკუთხა პირიც და მძივებიც.

mshoblebi

მოვლილ ფეხებზე ასეთი ფეხსაცმელი შესანიშნავად გამოიყურება.

mshoblebi

დეკორის კიდევ ერთი ვარიანტი. დაგჭირდებათ ფერადი ქსოვილის სულ ორი ნაჭერი.

mshoblebi

კიდევ ბევრი კარგი იდეა იხილეთ ფოტოგალერეაში: