მომღერალი თბილისში ჟიურის წევრად ბრუნდება ქეთა თოფურიას დღეს დაბადების დღე აქვს. მომღერალი 28 წლის გახდა და ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღო. ლევ გეიხმანმა მას ოქროს ბაფთით შემკული S კლასის მერსედესია, რომელიც დაახლოებით 100 ათასი დოლარი ღირს. ქეთამ ფოტო ინსტაგრამზე განათავსა და ასეთი წარწერა გაუკეთა: "აი, ჩემი ახალი რაში".
ბოლო დღეებში, რუსეთში დაბრუნებულმა ქეთამ თავისი ახალი ფოტოებიც დადო და თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვია. ქეთა მუშაობას შეუდგა და ახალ სამოსსაც ირგებს - სცენისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. მშობიარობიდან 2-თვენახევრის შემდეგ ქეთა შესანიშნავ ფორმაშია და გამჭვირვალე სამოსის ჩაცმასაც არ ერიდება.
ისიც ცნობილი გახდა, რომ ქეთა თბილისში ბრუნდება საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიით, ის ქართული Voice-ის მეოთხე მწვრთნელია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თავად განაცხადა ამის შესახებ და ქართველ მაყურებელს დიდი მადლობა გადაუხადა დაბადების დღის მილოცვისთვის. იხილეთ ვიდეო