ყველაზე ლამაზი მრავალშვილიანი დედოფლის აზიური ფუფუნება
ყველაზე ლამაზი მრავალშვილიანი დედოფლის აზიური ფუფუნება
ის იორდანიის პირველი ქალბატონია. 45 წლის დედოფალ რანიას 4 შვილი ჰყავს, ქველმოქმედებითაა დაკავებული და თან ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევა მსოფლიოში. ერთხელ ჯორჯო არმანიმ თქვა მასზე, რომ ის მისი მუზაა.
მომავალი დედოფალი ქუვეითშია დაბადებული, პალესტინელების ოჯახში. მამა პედიატრი ჰყავდა. თავად ბავშვობიდან კარგად სწავლობდა, შემდეგ სწავლა კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა.
1990-იან წლებში მისი ოჯახი ქუვეითიდან იორდანიაში გაიქცა – ერაყის ოკუპაციიდან ქუვეითის გათავისუფლების შემდეგ პალესტინელები დამპყრობლებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.
რანია იორდანიაში
კომპანია "ეპლის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოხვდა. შემდეგ იყო მეფე აბდალას დისა და სიძის კუთვნილი "სითიბანკის" ოფისი, სადაც 1993 წელს ის პრინცმა შენიშნა და გულში ჩაუვარდა.
mshoblebi
1993 წლის 10 ივნისს მათ იქორწინეს, აბდულა ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა, ცოტა ხნის წინ კი იორდანიის მეფეც გახდა - შესაბამისად, რანია დედოფალია.
mshoblebi
რანიას ხშირად უწოდებენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დედოფალს, ამას მისი ჰოლივუდური გარეგნობა და დახვეწილი ჩაცმულობაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში და დიდ დროს ატარებს შვილებთან – ორ ქალიშვილთან, რომლებსაც კულინარიულ გამოცდილებას უზიარებს ხოლმე, და ვაჟებთან, რომლებსაც მამა ხორცის შეწვას ასწავლის ხოლმე. რანიას იდეალურ ქალთან ერთად იდეალური დედის სტატუსიც აქვს და თავის ქვეყანაში მართლაც სამაგალითოა.
mshoblebi
კიდევ, ერთი საინტერესო ფაქტი რანიაზე: მას უყვარს არა მხოლოდ ლამაზი და გემოვნებიანი, არამედ ძვირფასი სამოსიც. იორდანიელ დიზაინერებთან ერთად, მსოფლიოს ცნობილი კუტიურიეების სამოსიც აცვია ხოლმე, და ხანდახან – სუპერექსკლუზიური ნივთები. მაგალითად, ხშირად ატარებს სუფთა ოქროს ფეხსაცმელს (ერთი წყვილის წონა 400 გრამამდეა), რომელიც ბრილიანტებითა და ტოპაზებით არის მორთული.
mshoblebi
5606
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?