ქეთა თოფურიას სახლის ინტერიერი
ქეთა თოფურიას სახლის ინტერიერი
ქეთა თოფურიას სახლი თანამედროვე ინტერიერული ტენდენციებისა და საკმაოდ ორიგინალური სტილის ნაზავია. მისი შემქმნელი ინტერიერის დიზაინერი ლელა ქავთარაძეა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ქეთა ამბობს, რომ უნდოდა, ჰქონოდა თანამედროვე ინტერიერი, რომელიც რაღაცით სასტუმროს აპარტამენტებს მოაგონებდა.
უნიკალური სტილი უკვე დერეფანში ჩანს, სადაც ბევრი ორიგინალური დეტალია, დეკორატიული პანელები, სტუდიოს ტიპის მისაღები, სადაც სასადილო, სასტუმრო ოთახები და სამზარეულო გაერთიანებულია. ავეჯიც და დეკორის ნივთებიც ექსკლუზიურია, მაგალითად, იტალიური სამზარეულოს გარნიტური, ასევე იტალიური ბარის სკამები და განათება.
mshoblebi
კედლებზეც ექსკლუზიური
ნივთები კიდია. მაგალითად, პარიზში შეძენილი მეტალის კომპოზიცია.
mshoblebi
საძინებელიც ორიგინალურია – ჯერ გარდერობის ოთახში აღმოჩნდებით, და მხოლოდ შემდეგ საძილე ზონაში. ესეც დიზაინერის იდეაა, რომელსაც ქეთაც დაეთანხმა.
დანარჩენი ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ.
აღსანიშნავია, რომ ეს სახლი ქეთამ ჯერ კიდევ დაოჯახებამდე შეიძინა და 2012 წლიდან ცხოვრობდა იქ. სავარაუდოდ, ახლაც დროის დიდ ნაწილს აქ ატარებს.
mshoblebi

45595
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?