რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი და რა არ უნდა გამოგრჩეთ! 2015-2016 წლის ზამთარში განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა პალტომ - სწორედ პალტომ და არა ქურქმა, ქურთუკმა ან უბრალოდ ლაბადამ. წელს პალტოები ძალიან მოდურია, რასაკვირველია, გარკვეული ტენდენციების გათვალისწინებით. ეს 7 მთავარი დეტალია, რასაც შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
1. მაგალითად, მოდურია პალტო მკლავების გარეშე, ან საყელოს გარეშე - არასტანდარტული.
2. აქცენტი კეთდება დეტალებზე. დიდი, გამორჩეული საყელოთი ან ბეწვით, ან ძალიან დიდი, ზემოდან დაკერებული ჯიბეებით, ან გამორჩეულად გამოკვეთილი მხრებით.
3. მოდურია კომბინირებული პალტოები - ტყავი+ქსოვილი, ქსოვილი+"დუტი" და ა.შ.
4. მილიტარი სტილი - ორმაგი ბორტებით და მკაცრი თარგით.
5. მოდური ან მიდი სიგრძის ან ძალიან გრძელი პალტო.
6. არასტანდარტული თარგი, ასიმეტრია ან ოდნავ გამობერილი სტილი.
7. მკვეთრი ფერის პრინტი.
რაც შეეხება ფერებს, ისევ მოდურია ნაცრისფერი, კუბოკრული ქსოვილი და ასევე ლეოპარდის ან ზებრის შეფერილობა. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოგალერეა და უფრო დაწვრილებით ნახოთ ნიმუშები.