10 წლის ყველაზე ლამაზ გოგონას სამოდელო კონტრაქტები გაუფორმეს - მშობლები

10 წლის ყველაზე ლამაზ გოგონას სამოდელო კონტრაქტები გაუფორმეს

2016-02-06 07:10:08+04:00

10 წლის ასაკში ასეთი პოპულარობის მოპოვება სამოდელო ბიზნესში ნამდვილი გმირობაა კრისტინა პიმენოვას მსოფლიო უკვე იცნობს, მას ხშირად უწოდებენ "ყველაზე ლამაზ ბავშვს პლანეტაზე". გოგონას პორტფოლიოში არის არმანის, დოლჩე და გაბანას და სხვა ბრენდების გადაღებები. ამჯერად კი მან ერთდროულად ორ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი და 10 წლის ასაკში გაცილებით მაღალ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე ბევრი ზრდასრული მოდელი.

"10 წლის ასაკში ასეთი პოპულარობის მოპოვება სამოდელო ბიზნესში ნამდვილი გმირობაა. სააგენტოს იმედი აქვს, რომ ნორჩ სუპერმოდელთან ხანგრძლივად ითანამშრომლებს", - ამბობს ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორი.

mshoblebi

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პიმენოვას სახელს სკანდალიც დაუკავშირდა - დედამიის აკრიტიკებდნენ გოგონას პროვოკაციული ფოტოებისთვის, რომლებიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

mshoblebi

მაშინ კრისტინა მხოლოდ 9 წლის იყო. ამჟამად მას მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში.

mshoblebi