სპეციალისტები ცნობილ მშობლებს მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აგორდა სკანდალი იმის გამო, რომ ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის სამი წლის ქალიშვილი მაღალ ქუსლებზე პოზირებდა პაპარაცების წინ. მას მერე ხუთი წელი გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.
გოგონას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ვარსკვლავურ ბავშვად მიიჩნევა, ასევე ყველაზე განებივრებულადაც, მშობლები უარს არაფერზე ეუბნებიან. თითქმის 5 წლამდე წოვდა საწოვარას, დედა ხელით დაატარებდა, მამა მრავალათასიან ბრენდულ სამოსსა და სამკაულებს დღესაც აქტიურად ყიდულობს, დაჰყავთ სხვადასხვა ძვირად ღირებულ წრეზე და მის ახირებებს ჩაცმის დროსაც ითვალისწინებენ.
ცუდი ამ ყველაფერში კი ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ თვით სური კრუზის ჯანმრთელობასა და ფსიქიკას ემუქრება საფრთხე ამგვარი "ჩვევების" გამო, არამედ უამრავ სხვა ადამიანს, რომელიც ამ და სხვა ვარსკვლავურ ოჯახს მისაბაძად მიიჩნევს. ამიტომაც სპეციალისტები ცნობილ მშობლებს მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა თავიანთი შვილებიც დაიცვან და სხვებისაც.