ბავშვის დედას ხშირად კიცხავენ იმის გამო, რომ გოგონა მეტისმეტად ადრე ჩართო სადიდო საქმეებში ამერიკის პოპულარული სატელევიზიო რეალითი შოუს ყოფილი ვარსკვლავი (Toddlers and Tiaras) იზაბელა ბარეტი, 9 წლის ასაკში მულტიმილიონერი და საკუთარი ბიზნეს-იმპერიის მფლობელი გახდა. იზბელა 2006 წელს როდ აილენდის შტატში დაიბადა . 3 წლიდან სილამაზის კონკურსის ყოველწლიური მონაწილე და გამარჯვებული, შემდგომ კი ტელეშოუს Toddlers and Tiaras-ი ვარსკვლავი გახლდათ. სიუზენის სიტყვებით, ასეთ ნაბიჯზე მას უბიძგა ოჯახურმა ტრაგედიამ: უფროს გოგონა ვიქტორიას თავს დაესხნენ და და მას მოუწია რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, რათა აღედგინა სახე. იზაბელას წარმატებამ ოჯახის ყველა წევრს დამაჯერებლობა და საკუთარი თავის რწმენა შემატა. იზაბელამ კი, როდესაც გლამურისა და სიმდიდრის სამყაროში მოხვდა, გადაწყვიტა, მისი ნაწილი გამხდარიყო.
2012 წელს იზაბელამ დატოვა Toddlers and Tiaras-ი. 6 წლის ასაკში გამოიმუშავა თავისი პირველი მილიონი დოლარი. გამოუშვა საიუველირო ნაწარმი და კოსმეტიკა "Glitzy Girl"-ის მარკით. ამჟამად, 9 წლის გოგონა ნამდვილი ბიზნეს ვუმენი გახდა, რომლის კაპიტალი რამდენიმე მილიონ დოლარს ითვლის. ის ამავე დროს დიზაინერი და ძირითადი აქციონერია უკვე ორი კომპანიისა - "Glitzy Girl"-ის გარდა ტანსაცმლის ხაზიც აქვს - "Bound By the Crown Couture"-ის მარკით.
მიუხედავად პატარა ასაკისა, იზაბელა არ ჩნდება საზოგადოებაში კოსმეტიკისა და მაღალი ქუსლების გარეშე. ასევე ძალიან უყვარს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში ფულის დახარჯვა. მისი სიტყვებით 60 წყვილი ფეხსაცმელი და 14 სპორტული კოსტიუმი აქვს "Juicy Couture-"ისგან. «ძალიან დაკავებული ვარ და ზოგჯერ მიწევს ტანვარჯიშის გაკვეთილების გაცდენა. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც ყველა მე მიყურებს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა", - აცხადებს იზაბელა.
იზაბელა არა მარტო თავის ბიზნესს უძღვება, მას სცენაც იზიდავს. 6 წლის ასაკში 2 მუსიკალური კლიპი გამოუშვა, ხოლო 2016 წელს თვითონ მონაწილეობდა თავისი კოლექციის ჩვენებებში. "ეს ისეთი სახალისო იყო, მე დავდიოდი პოდიუმზე, მანათებდა დიდი განათებები და მე ვიყავი ძალიან მომხიბვლელი", - იხსენებს იზაბელა.
სიუზენს არაერთხელ უსაყვედურეს, რომ მან გააფუჭა შვილი, როცა ნება დართო ეხმარა კოსმეტიკა და ეტარებინა ქუსლიანი ფეხსაცმელი ასეთ პატარა ასაკში. "სამაგიეროდ, მას დახვეწილი მანერები აქვს და ძალიან უყვარს თავისი საქმე. როგორც ყველა დედას, მეც მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს" - ამბობს იზაბელას დედა
(ასევე იხილეთ სტატია პლანეტის ყველაზე მდიდარი ბავშვების შესახებ)