ბეიონსეს 4 წლის გოგონამ 11 ათასდოლარიანი კაბით გააოცა ხალხი
ბეიონსეს 4 წლის გოგონამ 11 ათასდოლარიანი კაბით გააოცა ხალხი
28 აგვისტოს ნიუ-იორკში MTV-ის მუსიკალური დაჯილდოება იყო. წითელ ხალიჩაზე პირველად უმშვენებდა გვერდს ბეიონსეს თავისი ქალიშვილი - 4 წლის ბლუ აივი, და არა მეუღლე - ჯეი ზი.

გოგონას დაბადებიდან ფუფუნებაში აცხოვრებენ და ნამდვილი პრინცესასავით ექცევიან. მისი საძინებელი, ძვირად ღირებული სათამაშოები თუ დაბადების დღეები მედიის ყურადღების ცენტრში სულ ექცევა.

ამჯერად გოგონა 11 ათას დოლარად ღირებული კაბით გამოჩნდა - ბრენდ "მიშკა აოკის" ლუქს-სამოსით. 

ბეიონსეს ბევრი აკრიტიკებს ბავშვის ასეთი "ზედმეტი განებივრების" გამო, თუმცა თავად ფიქრობს, რომ სწორედ ამისთვის აქვს შესაძლებლობა, თავისმა შვილმა პრინცესასავით იცხოვროს.


mshoblebi

4599
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი