შორენას და ევას ახალმა ფოტოსესიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მშობლები

შორენას და ევას ახალმა ფოტოსესიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

2016-09-05 18:30:29+04:00

შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ ეს შორენა ბეგაშვილის პირველი სერიოზული პროექტია შორენა ბეგაშვილისა და მისი ქალიშვილი ევას ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დედა-შვილი ერთ-ერთი მაღაზიისთვის პოზირებს სხვადასხვა სამოსში და ფოტოსესია მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. ორივეს ახლებური იმიჯი აქვს - ევა იისფერი თმით, შორენა - აფრიკული ნაწნავებით. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ შორენა ევასა და სხვა პატარა გოგონებთან ისე გამოიყურება, როგორც მათი ტოლი და მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ეს მისი შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი სერიოზული პროექტია და აშკარად - წარმატებული. ნახეთ შორენასა და ევას ფოტოსესია