ქეთამ ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენება ოლივიასთან ერთად გამართა (+ფოტოები) - მშობლები

ქეთამ ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენება ოლივიასთან ერთად გამართა (+ფოტოები)

2016-12-07 05:14:30+04:00

ქეთა თოფურიას სამოსის ჩვენებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქეთამ საკუთარი ბრენდი KETIone დააარსა და დიზაინერებთან ერთად ქმნის სამოსს. ეს წარმატებული ნაბიჯი გამოდგა, რადგან ქეთას სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა, რუსულ ესტრადაზე არაერთხელ დაასახელეს ყველაზე გემოვნებიან მომღერლად და შესაბამისად, მისი გემოვნებით და ფანტაზიით წარმოდგენილი სამოსიც მოთხოვნადი შეიძლებოდა ყოფილიყო. ქეთასთვის კიდევ ერთი ბიძგი აღმოჩნდა ქალიშვილ ოლივიას დაბადება, რომელმაც უბიძგა საბავშვი ხაზის შექმნისკენ.

mshoblebi

ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენება 5 დეკემბერს გაიმართა და ქეთამ ის ქალიშვილ ოლივიასთან ერთად გახსნა. დარბაზში დედაც გულშემატკივრობდა.

mshoblebi

2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სამოსის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა და დიდი მოწონებაც მოყვა კრიტიკოსთა მხრიდან.

mshoblebi