როგორც კი 12 წლის გახდა, მიხვდა, რომ კარგი გარეგნობა ჰქონდა და ადამიანებს ხიბლავდა მონიკა ბელუჩი რა ხანია, აღიარებული სექსსიმბოლოა. ქალი, რომელიც ერთნაირად მოსწონთ კაცებსაც და ქალებსაც. გარდა საოცარი გარეგნობისა, მას ბუნებრივი მიზიდულობაც აქვს, რომელიც გარშემო ყველას ხიბლავს. არადა, ბავშვობაში თურმე არც ისე სიმპათიური იყო და ბიჭის ვარცხნილობით დადიოდა. მამა მახინჯსაც კი უწოდებდა.
მაგრამ როგორც კი 12 წლის გახდა, მიხვდა, რომ კარგი გარეგნობა ჰქონდა და ადამიანებს ხიბლავდა. დაიწყო გარეგნობით სარგებლობის სწავლა. ამ ფოტოების უმრავლესობა ჯერ არ გასაჯაროებულა.
იხილეთ ბავშვობაში მამასთან ერთად გადაღებული ფოტო
მათზე მომავალი ვარსკვლავი 18-19 წლისაა – კარიერის დასაწყისში. სხვადასხვა ჟურნალისთვის პოზირებს და ცნობილი ფოტოგრაფებიც პირველად აფიქსირებენ მის სილამაზეს. დატკბით თქვენც ამ მშვენებით! იხილეთ ფოტოგალერეა