იმის მიუხედავად, რომ 38 წლის ასაკში უკვე მეოთხე შვილის დედა გახდა, ძალიან მოდური და ეშხიანია საქართველოში ნაადრევი ქორწინება ძალიანი აქტუალური პრობლემაა. ეს ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს, ნაადრევად შეუღლებული წყვილები ახალგაზრდა მშობლები ხდებიან და ზოგ შემთხვევაში, შვილი ახალგაზრდა მშობელს არათუ ხელს უშლის განვითარებაში, არამედ სტიმულს აძლევს. ამის თვალსაჩინო მაგალითები არიან ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც ისევე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როგორც მათი შვილები.
ნინო ცქიტიშვილი, იმის მიუხედავად, რომ 38 წლის ასაკში უკვე მეოთხე შვილის დედა გახდა, ძალიან მოდური და ეშხიანია. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ოჯახი შექმნა და პირველი ქალიშვილი შეეძინა, ამიტომ ნინო და მისი პირველი შვილი, თაკო ნაცვლიშვილი დებივით არიან.
როცა, ცნობილი პოეტი ნიკო გომელაური და ეკა ნიჟარაძე დაქორწინდნენ, ეკა 19 წლის იყო. 20 წლის ასაკში ის ტასოს დედა, 2013 წელს კი, თინათინის ბებია გახდა. ბებიობის მიუხედავად მსახიობი ძალიან ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურება, ის და ტასო დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს.
ეკა კახიანის შვილი, ნინი ბადურაშვილიც ღრმა ბავშვობიდან სცენაზე დგას. ეკა კახიანს წლები ვერაფერს აკლებს, ნინი კი წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო დახვეწილი და ქალური ხდება.