ინტერნეტში ლანძღავენ დედას, რომლის წლინახევრის გოგონამ პოდიუმი დაიპყრო
ინტერნეტში ლანძღავენ დედას, რომლის წლინახევრის გოგონამ პოდიუმი დაიპყრო
გოგონამ ჯერ სიარულიც არ იცოდა, როდესაც პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა პატარებს შორის. ახლა ის წელიწად-ნახევრისაა და უკვე 5 ტიტული და არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს ინტერნეტში.
დედამ თავისი 19 თვის გოგონას სამოსისთვის უკვე რამდენიმე ათასი ფუნტი დახარჯა: სხვადასხვა მოსართავი, ბრჭყვიალები, მაქმანები ხომ საბავშვო კონკურსების აუცილებელი ატრიბუტია.
mshoblebi
"მას უყვარს ყურადღება, ყოველთვის იღიმის და ხელს უქნევს მაყურებელს. მე კი მიჩნდება მიზეზი იმისა, რომ ვუყიდო ახალ-ახლი კაბები", - ამბობს გოგონას დედა კეტი ტეილორი.

ქალმა ერთი წლის წინ ტელევიზიით უყურა შოუს, სადაც პოდიუმზე გამოდიოდნენ პატარა გოგონები.
ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისი პატარაც მიიღებდა მონაწილეობას ამ შოუში. ოტემი მაშინ 9 თვის იყო, მან ჯერ სიარულიც არ იცოდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა კეტის. უყიდა ღია ვარდისფერი ფუშფუშა კაბა და წაიყვანა ბავშვი პოდიუმზე.

"ძალიან ვღელავდი. ოტემმა არ ჩამაცმევინა ახალი კაბა. ამიტომ პოდიუმზე გამოვედით ყოველდღიურ სამოსში. მიუხედავად ამისა, მან მაინც მიიღო პირველი ტიტული და გვირგვინი", - ამბობს კეტი.
mshoblebi
ახლა საკონკურსო გარდერობში ოტემს აქვს ხელით ნამუშევარი ოქროსფერი და თეთრი კაბები, მულტფილმის გმირების კოსტუმები. სცენაზე ყოველთვის იღიმის, სიამოვნებით ცეკვავს მუსიკის თანხლებით და მაყურებელს უგზავნის ჰაეროვან კოცნებს.
თუმცა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს კეტის. ის ინტერნეტში, სრულიად უცხო ადამიანებისგან იღებს კრიტიკის წერილებს. ის დაადანაშაულეს იმაში, რომ იყენებს შვილს და
მისგან უზნეო ადამიანს აყალიბებს.

"ვიცი, რომ ბევრს არ მოსწონს მაკიაჟი პატარა ბავშვებზე, გლამურული კაბები, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მათი პირადი აზრია. მე და ოტემი გავაგრძელებთ კონკურსებში მონაწილეობას მანამ, სანამ მას ეს მოეწონება", - პასუხობს კეტი კრიტიკოსებს.
mshoblebi
"გლამურული" ცხოვრება ოტემისთვის უკვე ცხოვრების წესი გახდა: მას აქვს თავისი ტანსაცმლის კარადა, სადაც უამრავი ლამაზი კაბა და ქუდი ინახება. შარვალს და ჯინსებს გოგონა არ ატარებს.

"ყველა მეკითხება, თუ როგორ გადაადგილდება თავის ფუშფუშა კაბებში. მან ისწავლა და ადვილად ართმევს თავს სცენაზე მოძრაობას. ამასთან, ძალიან საყვარლად გამოიყურება. მის სანახავად ხალხი სიამოვნებით მოდის", - ამბობს კეტი. საახალწლოდ ოტემის გარდერობის გასანახლებლად კეტიმ 1000 ფუნტი დახარჯა და 20 ახალი კაბა იყიდა. პატარა მოდელის კარიერა ხომ ახლა იწყება.

ასევე იხილეთ: ჰიპერმზრუნველობა და კონკურსებით გატაცება - თანამედროვე აღზრდის 5 საშიში ტენდენცია
13546
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი