"ყველაფერი უხდება, რაც გინდა ჩააცვი..." მას მერე, რაც გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" დაიხურა, შორენა ბეგაშვილი მთლიანად გადაერთო სამოდელო საქმიანობაში და რამდენიმე კომპანიისთვის იღებს სარეკლამო ფოტოსესიებს. მსახიობი და მოდელი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, რაც მისმა სულ ახალმა ფოტოსესიამაც დაადასტურა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა სოციალურ ქსელში.
შორენა სხვადასხვა სექსუალურ კაბაშია გამოწყობილი და მართლაც ყველაფერი უხდება. "ყველაფერი უხდება, რაც გინდა ჩააცვი..." - წერენ ფოტოების ქვეშ კომენტარებში.
ასევე აღტაცებული კომენტარები აქვს ევას ახალ ფოტოებს, რომელიც რეაბილიტაციის კურსს გადის კვლავაც. "ყველაზე ლამაზი დედა-შვილი", - ეწერენ კომენტარებს ევას ახალ ფოტოს.