ავარიას შეწირული სამოდელი კარიერა - როგორ გახდა ლიკა კვარაცხელია წარმატებული ბიზნესლედი
ავარიას შეწირული სამოდელი კარიერა - როგორ გახდა ლიკა კვარაცხელია წარმატებული ბიზნესლედი
საქმიანი, მომხიბლავი და ელეგანტური, ნებისმიერ პოზიციაზე მაღალპროფესიონალური მიდგომით გამოირჩევა, რაც მისი წარმატების საიდუმლოა.
მოდელის კარიერიდან წარმატებული ბიზნესის შექმნამდე ლიკა კვარაცხელიამ ბევრი იშრომა და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნების ქსელის მმართველია. პარალელურად არც მოდის სფეროს ივიწყებს და სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსთან"თანამშრომლობს.

- ლიკა, თქვენი საქმიანი ბიოგრაფია მოდელის კარიერით იწყება, რაც ალბათ საინტერესო ეტაპი იყო.
- ახლა ჩემი პირველი ინტერვიუ მახსენდება, რომელიც "ბომონდმა"ჩაწერა. მაშინ თქვენი ჟურნალი გაზეთის ფორმატით გამოდიოდა. კარგად მახსოვს, ინტერვიუში ვისაუბრე, რომ მიყვარს სპორტი, ხოლო, შეკითხვაზე, როგორი მამაკაცები მომწონდა, ვუპასუხე, - სპორტული
აღნაგობის-მეთქი. გავიდა წლები და გავხდი სპორტსმენის მეუღლე, მასთან ერთად უცხოეთში გადავედი საცხოვრებლად და მოდელის კარიერაზეც უარი ვთქვი.

როცა პოდიუმზე გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ არ ვემსახურებოდი საქმეს, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი. კულისებში ყოფნა უფრო მომწონდა, იქ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯს ვმართავ, ის დრო და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მახსენდება. ეს სურვილიც ამისრულდა, ანუ წინა პლანზე ყოფნა არასდროს მხიბლავდა.

- ოჯახის გამო თქვით უარი მოდელის კარიერაზე?
- არა. სამოდელო კარიერა ავტოკატასტროფის შემდეგ დავასრულე, მაშინ მძიმედ დავშავდი. ოთხი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, ყავარჯნების გარეშე ვერ დავდიოდი. ფაქტობრივად, იმდენად ამოვვარდი ჩემი საქმიანობიდან, რომ დაბრუნების სურვილი აღარც გამჩენია. ახლა ისევ სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსში"ვსაქმიანობ და ახალგაზრდა მოდელების კარიერაზე
ვზრუნავ. სააგენტო მოდელებს საზღვარგარეთ წასვლასა და მსოფლიოს წამყვან სააგენტოებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. განაგრძეთ კითხვა
5299
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი