ევა თავს კარგად გრძნობს და დედასთან ერთად ბათუმში ისვენებს (ფოტოები) შორენა ბეგაშვილმა ცოტა ხნის წინ ვარცხნილობა შეიცვალა და თმა დაიხუჭუჭა. თაყვანისმცემლების უმრავლესობას მოსწონს მისი ახალი სტილი. ასევე ახალი ვარცხნილობა აქვს მის ქალიშვილ ევა ბარბაქაძეს და მასაც უხდება აფრიკული ნაწნავები.
დედა-შვილი ბათუმში ისვენებს და დასვენების ფოტოებს შიგადაშიგ ფეისბუქზე ავრცელებენ. როგორც ჩანს, ევამ სრულად მოახდინა რეაბილიტაცია და თავს კარგად გრძნობს.