მშობლებს შორის სადაო თემა გახდა - საჭიროა თუ არა ბავშვისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი მაშინ, როდესაც მან ჯერ არ იცის სიარული? მშობლებს შორის სადაო თემა გახდა - საჭიროა თუ არა ბავშვისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი მაშინ, როდესაც მან ჯერ არ იცის სიარული?
ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ბავშვის ფეხსაცმელებს აწარმოებს, 2014 წლიდან დაიწყო ბავშვებისთვის ქუსლიანი ფესხსაცმელების კერვა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს ლამაზი და სახალისოა. ახლახან ამ ფეხსაცმელს ყურადღება მიაქციეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მშობლებმა. Facebook-ზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება: საჭიროა თუ არა მოზრდილების ფეხსაცმლის გამოშვება ყველაზე პატარებისთვის?
«ეს რა, ხუმრობაა?», - დაწერა კომენტარი ერთ- ერთმა ჯგუფის წევრმა.
არა, ეს ხუმრობა არ არის. კომპანია „Pee Wee Pumps“-ი უკვე სამი წელია მომხმარებელს სთავაზობს ფეხსაცმელების მრავლობით მოდელს ახალშობილთათვის. „ისინი ისეთივეა, როგორიც დედის საყვარელი ფეხსაცმელები - უბრალოდ მინიატრურული ზომის“, - წერია ფეხსაცმელების აღწერილობაში. ერთი წყვილი 10 დოლარამდე ღირს. არჩევანი დიდია ფერისა და ფორმის მიხედვით.
ბრიტანელმა დედებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ფეხსაცმლის შეძენისას მშობელი ადრეული ასაკიდან აქცენტს აკეთებენ ბავშვების გენდერულ კუთვნილებაზე. სხვები ამბობენ, რომ დაუშვებელია ასეთი ფეხსაცმლის ტარება სამედიცინო თვალსაზრისით. ერთმა დედამ დაწერა, რომ მას საერთოდ არ აქვს ქუსლიანი ფეხსაცმელი: “მე მაქვს მხოლოდ ლაშქრობაში ჩასაცმელი ფეხსაცმელი“.
ფეხსაცმლის კომპანიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა მშობლების კომენტარებზე.
«სინამდვილეში ეს ფეხსაცმელი შეკერილია ბამბის ქსოვილისგან. მათ რბილი კალაპოტი აქვთ“, - განმარტა Pee Wee Pumps -ის დამაარსებელმა მიშელ ჰოლბრუკმა. ასევე მან აღნიშნა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი იკერება 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის. ამიტომ როდესაც ბავშვი გაივლის, ამ ფეხსაცმელებს მაინც ვეღარ ჩაიცვამს.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფეხსაცმელი დადებითად შეაფასეს და „არაჩვეულებრივი“ უწოდეს. ამიტომ, მოგწონთ თუ არა ეს ფეხსაცმელები - ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მარტო არ ხართ თქვენს არჩევანში.