ერთხელ გოგონა ათვალიერებდა მოდის კატალოგს, როდესაც უეცრად თავი ასწია და დედას შეეკითხა: "რატომ არ არიან ჟურნალში ჩემნაირი მოდელები?"
პატარა ავსტრალიელი ემილი პრაიორი, რომელსაც იმედი აქვს, რომ თავისი მაგალითით შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ გაუხსნის გზას მოდის სამყაროში, უკვე იქცა ბავშვთა ტანსაცმლის რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახედ...
ორი წლის წინ, როცა რვა წლის იყო, გოგონა ათვალიერებდა მოდის კატალოგს, როდესაც უეცრად თავი ასწია და დედას შეეკითხა: "რატომ არ არიან ჟურნალში ჩემნაირი მოდელები?"
"უცებ მივხვდი, რომ მისი თვითშეფასება და ღირსება საფრთხის ქვეშ იყო. დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან გულხელდაკრეფილი ჯდომა", - ამბობს ჯენი, გოგონას დედა. დედამ გოგონას გაუხსნა გვერდი Instagram-ში. შედეგმაც არ დააყოვნა - მას უკვე 3 000 გამომწერი ჰყავს და მისით სერიოზული ბრენდები დაინტერესდნენ, რომელთაც თანამშრომლობა შესთავაზეს...
ჯენი რეგულარულად აქვეყნებს ემილის ფოტოებს, სადაც ის ლამაზ, მოდურ საბავშვო ტანსაცმელში პოზირებს. გვერდის რეკლამირებაში ემილის დაეხმარა ავსტრალიის საქველმოქმედო ფონდი. ჯენი ამბობს, რომ მისი გოგო აქტიურადაა ჩართული პროცესში, აკონტროლებს ყველაფერს - დაწყებული გადასაღები ადგილიდან - სამოსის შერჩევით დამთავრებული. თავისუფალ დროს ემილი ხატავს, დადის სიმღერაზე და სიამოვნებით გულშემატკივრობს ძმას ფეხბურთის მატჩების დროს.
გოგონა იმედოვნებს, რომ მისმა საქმიანობამ შეიძლება შეცვალოს შეხედულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ კარიერაზე, იმოგზაურონ და იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. "მიყვარს მოდელობა, რადგან ამას დიდი სიამოვნება და სიხარული მოაქვს ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ მაქვს ჩემი შემოსავალი, მომწონს მაკიაჟის გაკეთება, თმის ვარცხნილობის შერჩევა და ლამაზი სამოსის მორგება", - ამბობს ემილი.
ემილი ოცნებობს მსახიობობაზე, რადგან თვლის, რომ სერიალებსა და ფილმებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის როლი მხოლოდ რეალურმა ადამიანებმა უნდა შეასრულონ.