როცა დედას ფანტაზია და მარჯვე ხელები აქვს... - 4 შვილის დედის მიერ შექმნილი გარდერობი რამდენჯერ გადაგიყრიათ ძველი ტანსაცმელი? ან არც ისე ძველი? ეს ქალი არაფერს არ აგდებს. მისი ქმარი სეზონურად იცვლის პერანგებს, ცოლი კი მათგან შვილისთვის მშვენიერ სამოსს ქმნის.
4 შვილის დედას სტეფანის მკერავის გამოცდილება არ ჰქონია - ის ხატვის მასწავლებელია. თუმცა პირველი მშობიარობის შემდეგ, როცა ქმართან ერთად პატარა ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და დეპრესიას ებრძოდა, აი მაშინ აღმოაჩინა, რომ კერვა შეეძლო. ქმარმა საკერავი მანქანაც უყიდა და ასე დაიწყო და დაიწყო.
თავიდან რბილ სათამაშოებს უკერავდა შვილებს, მერე კი კაბების კერვაც ისწავლა - იუთუბის ვიდეოგაკვეთილებიდან.
აი ახლა კი ასეთ კარგ რამეს მიაგნო და სახელის გაითქვა თავისივე შექმნილი ორიგინალური გარდერობით.