ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ულამაზეს ქალებს ან მამაკაცებს არც ისე ლამაზი შვილები ჰყავთ. მონიკა ალბათ ერთ-ერთია, ვინც ამ ხშირ შემთხვევებში არ შედის. ყოველ შემთხვევაში, იმ არც ისე ბევრი ფოტოდან, რაც არსებობს, მის ქალიშვილებს აქვთ პოტენციალი, ძალიან ლამაზი ქალები დადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონიკას არ უყვარს შვილების საჯაროდ გამოჩენა და არც ოფიციალურ ფოტოსესიებში მონაწილეობს ხოლმე მათთან ერთად, პაპარაცები მაინც ახერხებენ ხანდახან დევასა და ლეონის გადაღებას.
"მე კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ქალი და დიასახლისი ვარ... არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე - 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა. ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალია, ვინც მზადაა მთელი უდაბნო მუხლის ჩოქით იაროს, ოღონდ კი შვილს ეღირსოს. ხომ
შეიძლებოდა ეს პრობლემა მეც მქონოდა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ულამაზესი მონიკა ბელუჩი.
ეს კი პატარა ლეონი
54 წლის მონიკა ბელუჩი 36 წლის მიჯნურს აღარ მალავს - ვინ არის მისი რჩეული (ფოტო+ვიდეო)