"ახალდაბადებული შვილი მყავდა და ჩემთვის უმთავრესი იყო, მისთვის არაფერი მომეკლო..." მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი - მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, რომელთა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა, რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ ისევ ერთად არიან. უკვე ერთი თვეა, დამოუკიდებლად ცხოვრობენ პატარა დემეტრესთან ერთად.
მარიამი ამბობს, რომ შვიდთვიანი დაშორების შემდეგ შერიგება რთული არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ბევრ რამეზე დაფიქრდა.
მარიამ ხორგუაშვილი:
- დემეტრე დაახლოებით ერთი თვის იყო, როცა მე და ლაშა დავშორდით. ცოტა რთული პერიოდი იყო, მაგრამ ლაშა შორიდან მაინც ცდილობდა, დამხმარებოდა და მეგობრის როლში ყოფილიყო ჩემ გვერდით. მთავარი, ვისი დახმარებითაც ეს პერიოდი შედარებით ადვილად გადავიტანე, დემეტრე იყო. ახალდაბადებული შვილი მყავდა და ჩემთვის უმთავრესი იყო, მისთვის არაფერი მომეკლო. სხვა რამეზე კი იმდენად აღარ ვფიქრობდი. განაგრძეთ კითხვა