მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ მოქმედებს შვილებზე მშობლების ურთიერთსიყვარული. მთავარ როლს დედასა და მამას შორის ემოციური კავშირი ასრულებს.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიისა და დემოგრაფიის ექსპერტებმა და კანადის მაკგილის უნივერსიტეტი პროფესორებმა ნეპალის მთებში შეგროვებული მონაცემების საფუძველზე კვლევა ჩაატარეს.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1995 წლიდან დაიწყეს დაქორწინებული წყვილებისთვის ინტერვიუების ცამორთმევა, რომლებიც მაღალმთიან დასავლეთ ჩიტვანის ველზე ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარს ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა ოთახებში, კითხვებს უსვამდნენ, თუ რა გრძნობები ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ და რამდენად უყვარდათ ერთმანეთი. მაგალითად, მეუღლეებს ეკითხებოდნენ: „რამდენად გიყვარს შენი ქმარი/ცოლი? ძალიან, საშუალოდ, ცოტათი თუ საერთოდ არა?”
შემდეგ მკვლევარები ამ მშობლების შვილებს 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რათა გაერკვიათ, რამდენად წარმატებული იყო მათი ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ მეუღლეების შვილები, რომლებმაც აღიარეს, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ, უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში და გვიან ქორწინდებიან, ვიდრე იმ მშობლების შვილები, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ. განათლების ნაკლებობა და ადრეული ქორწინება ნამდვილი უბედურებაა დასავლეთ ჩიტვანის მსგავს შორეულ რაიონებში, ამიტომ მოსიყვარულე მეუღლეების შვილებს უფრო ფართო ცხოვრებისეული პერსპექტივები აღმოაჩნდათ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ოჯახში ორმხრივი სიყვარული სუფევს, მშობლები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ შვილებში და მათ ნორმალურ განათლებას აძლევენ.
გარდა ამისა, ასეთ ოჯახში ატმოსფერო უფრო თბილი, ბედნიერია და ბავშვები დაქორწინების გზით არ ცდილობენ სახლიდან გადახვეწას.
გარდა ამისა, მშობლები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითი არიან. მათო შვილებიც ასევე ცდილობენ სიყვარულით დაქორწინდნენ, ამიტომ პარტნიორის საპოვნელად მეტი დრო სჭირდებათ.
ის ფაქტი, რომ ერთმანეთის მოსიყვარულე მშობლებსა და შვილების წარმატებულ მომავალს შორის კავშირი ერთ კონკრეტულ კვლევაში გამოვლინდა, მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ ეს ფენომენი უნივერსალურია.