გთავაზობთ სამარხვო გემრიელ რეცეპტს, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება.
ინგრედიენტები:
- წყალი 300 მლ
- მშრალი საფუარი 1 გ
- მარილი 0,5 ჩ.კ
- შაქარი 1 ს.კ.
- ხორბლის ფქვილი 600 გ
- რაფინირებული მცენარეული ზეთი 6 ს.კ.
- კარტოფილი 5 ცალი.
- თეთრი ხახვი 1 თავი
- ქამა სოკო 300 გ
- დაფქული შავი პილპილი 0,5 ჩ.კ
მომზადება:
- მოზილეთ ცომი: შეურიეთ თბილი წყალი საფუარი, შაქარი, მარილი და 200 გრამი ფქვილი. დააფარეთ თავზე და დატოვეთ თბილ ადგილას 15-20 წუთის განმავლობაში, რომ საფუარი გააქტიურდეს.შემდეგ დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, შემდეგ დააგუნდავეთ ბურთულებად, დააფარეთ ტილო და დატოვეთ თბილ ადგილას 1-2 საათით. ცომის მოცულობა უნდა გაორმაგდეს.
- მოამზადეთ შიგთავსი. გაფცქვენით კარტოფილი, წვრილად დაჭერით და მარილიან წყალში მოხარშეთ. შემდეგ დასრისეთ.ხახვი და ქამამ სოკო წვრილად დაჭერით. მოთუშეთ ტაფაზე მცენარეულ ზეთში 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი ოქროსფერი არ გახდება.შეურიეთ ერთმანეთს სოკო და პიურე, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- ჩაზილეთ ამოსული ცომი, კვლავ გადააფარეთ პირსახოცით და გააჩერეთ 30 წუთი. ამასობაში ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
- ცომი გავყოთ წვრილად, თითოეულს გავაბრტყელოთ დაახლოებით 8-10 სმ დიამეტრზე, მოვათავსოთ შიგთავსი და კიდეები სწორად მოვკრათ. თუ კიდეები კარგად არ ეწებება, ხელები წყალში დაისველეთ.
- ღვეზელები მოათავსეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე, კვლავ დააფარეთ პირსახოცი და 10 წუთის განმავლობაშიგააჩერეთ.
- გამოაცხვეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. იმისათვის, რომ ღვეზელები უფრო ვარდისფრად გამოიყურებოდეს, შაქრის სიროფი წაუსვით:შეურიეთ 2 წილი წყალი და 1 წილი შაქარი.ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში.