ბავშვთა საავადმყოფოებში მიმართვიანობის მატების მიზეზი კიდევ ერთი ვირუსული ინფექციის გავრცელება გახდა. საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები - ყივანახველას დიაგნოზს ექიმები უკვე ყოველდღიურად სვამენ.
კლინიკებში პაციენტები, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმ დროს ხვდებიან, როცა მდგომარეობა ფილტვების ანთებით რთულდება. ამ ვირუსული ინფექციის გავრცელება კონტროლირებადი, თუმცა მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ამას სტატისტიკური მონაცემებიც ამტკიცებს. უკვე 235 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, როცა გასულ წელს ამავე ვირუსით მხოლოდ 19 ადამიანი იყო ავად.
"ყივანა ხველას ხშირად ასდღიან ხველასაც ეძახიან, რაც მიუთითებს, რომ ეს დაავადება ხველის განსაკუთრებული გახანგრძლივებით გამოირჩევა. ასევე სუნთქვის გაძნელებით, შეტევითი ხასიათის ხველით. მკაფიოდ გამოხატული ყივილის მსგავსი ხმიანობით და საკმაოდ სერიოზული ზეგავლენის მომხდენია ბავშვის ცხოვრების ხარისხზე. უნდა ვიცოეთ, რომ მედიკამენტი ამ დროს არის უეფექტო" - აცხადებს პედიატრი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე რუსთავი ორთან საუბრისას.
ექიმები შემთხვევების კიდევ უფრო მეტ ზრდას ელოდებიან.