როგორც ცნობილია, ირაკლი მაქაცარიას და მის მეუღლეს ძალიან უყვართ ცეკვა. ირაკლი უკრაინულ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" წარმატებით გამოდიოდა და დღესდღეობით ამ პროექტის ქართული ანალოგის უცვლელი ჟიურის წევრია. ლიზა და მისი მთელი ოჯახიც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების ოჯახშია გაზრდილი, ცეკვავენ და მღერიან. ამიტომ არის, რომ წვეულებებზე, რომლებზეც ერთად ხვდებიან, ხშირად ცეკვავენ. ამჯერად მათმა ცეცხლოვანმა, ექსპრომტად შესრულებულმა ცეკვამ დაიმსახურა დიდი მოწონება სოციალურ ქსელში.