ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა 75 წლის გახდა. იუბილე 47 წლის მეუღლემ მაქსიმ გალკინმა სოციალურ ქსელში მიულოცა და ახალი ფოტოც გამოაქვეყნა: "საყვარელო, შენს დღეს გილოცავ", წერს გალკინი.
ფოტოს, რომელიც გალკინმა გამოაქვეყნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასზე პუგაჩოვას აშკარად ემჩნევა პლასტიკური ჩარევების კვალი. თუმცა როგორც ცნობილია, მსგავს თემებზე კრიტიკა წყვილს არ აღელვებს. უკვე 13 წელია ერთად არიან, ტყუპ ქალ-ვაჟს ზრდიან და საკმაოდ მყარი ურთიერთობა აქვთ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ. მცირე ხანს ისრაელში ცხოვრობდნენ, ბოლო პერიოდში კი კვიპროსში გადავიდნენ.