ერთ თვეში ანჯელინ ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო 18 წლის ხდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას სრულწლოვანების შესრულების შემდეგ დამოუკიდებლად სურს ცხოვრება. და თანაც, მამის სახლში აპირებს გადასვლას და ამ ამბავმა ანჯელინა არც ისე აღაფრთოვანა. ოღონდ, ეს ერთადერთი სურვილი არ არის. ამ დღეებში გაირკვა, რომ შაილომ განსაკუთრებული საჩუქარი მოსთხოვა მშობლებს - მას სურს, შერიგდნენ ანჯელინ და ბრედი და დაასრულონ დაუსრულებელი სასამართლო პროცესები, დაასრულონ ომი და დაზავდნენ.
"ადრე შაილო დუმდა ამზე, მაგრამ ახლა საკმაოდ მწვავე პოზიცია აქვს და მშობლებს მოსთხოვა, შეხვდნენ და ზრდასრული ადამიანებივით ცივილიზებულად მორიგდნენ", - ამბობს წყარო.
ამის შესახებ შაილო მას მერე ალაპარაკდა, რაც ანჯელინამ კიდევ ერთხელ დასდო ბრედს ბრალი ფიზიკურ ძალადობაში. თუმცა ბევრი ამბობს, რომ წყვილი ძირითადად ქონებას ვერ იყოფს და ამას მოჰყვება დაუსრულებელი დავა.
ამასობაში შაილომ კარგი ურთიერთობა დაამყარა ბრედის საცოლესთან ინეს დე რამონთან და არ უნდა, დედის დაუსრულებელმა ბრალდებებმა მამის პირად ცხოვრებაზეც ცუდი გავლენა იქონიოს.
ახლა ყველა ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს წყვილი. ძირითადი მოდავე მხარე მაინც ანჯელინაა და მთავარი სიტყვაც მასზე იქნება, მოინდომებს თუ არა ამ დავის დასრულებას.