ამ დღეებში ბარბადოსელი მეგავარსკვლავი რიანა წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ფეხსაცმლის პრეზენტაციაზე, რომელიც მისმა ბრენდმა Fenty-მ პუმასთან ერთად გამოუშვა. Vogue-ს რეპორტიორთან ამბის კომენტირებისას მოულოდნელად თქვა, რომ ძალიან ნანობს იმ ჩაცმულობას, რითაც ერთ დროს ჩნდებოდა საზოგადოებაში. მისი თქმით, დედობამ ბევრ რამეზე დააფიქრა და ახლა ძველი სტილი ზედმეტად გულახდილად მიაჩნია. "იმდენი სისულელე გავაკეთე ცხოვრებაში. საზოგადოებაში ძუძუებგადმოყრილი ვჩნდებოდი, ტრუსები მიჩანდა. ახლა დედა გავხდი და უფრო მოვმწიფდი, როგორც პიროვნება, თუმცა ისევ ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, მსგავსად აღარასოდეს ჩავიცვამ. ხანდახან ვფიქრობ: "ღმერთო, მართლა ვაკეთებდი ამას? ყველას ვაჩვენებდი ჩემს ძუძუებს?"
როგორც ჩანს, რიანა პირველ რიგში გულისხმობდა ადამ სელმანის სვაროვსკის კრისტალებით მორთულ კაბას, რომელზეც 2014 წელს ყველა წერდა.
თუმცა დედობამდე მისი სტილი ყოველთვის იყო ფერადი და გულახდილი. 2022 წელს გაუჩნდა მას პირველი შვილი რიზა, რეპერ ასაპ როკისგან და 2023 წელს - მეორე ვაჟი რიორ როუზ მაიერსი. ბოლო პერიოდში მისი სტილიც მკვეთრად შეიცვალა და წითელ ხალიჩაზე სხვაგვარად ჩაცმული ჩნდება.