ქართველი დიზაინერის გურამ გვასალიასა და ცნობილი მომღერლის doja cat-ის სკანდალური გამოსვლები გრძელდება. ამჯერად წყვილი კვლავ კანიეი უესტისა და ბიანკა ცენზორის სტილში გამოჩნდა - გურამი უშველებელი სამოსით, ხოლო დოჯას მხოლოდ ზეწარი ჰქონდა შემოხვეული ტანზე. წყვილმა ნიუ-იორკში გაისეირნა, მერე კი "კარტიეს" მაღაზიაში გურამმა ქალს ბეჭედი უყიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გურამმა მიაწერა: "ჩემი ალმასი" და რომანტიკული ფოტოებიც დაურთო.
ახლა საზოგადოება ბჭობს, მართლა რამე ხდება მათ შორის თუ დადგმული შოუა.