დაღლილო დედებო, ძილის წინ 15 წუთიც საკმარისი ყოფილა, რომ დილით ლამაზმა გაიღვიძოთ - საჭირო რჩევები და რეკომენდაციები თავის მოსავლელად ყველაზე მეტად დედებს არ ჰყოფნით დრო. არადა, ყველა ქალისთვის აუცილებელია ტავის მოვლის პროცედურები, რომ პირველ რიგში თვითონ მოსწონდეს საკუთარი თავი, მერე - გარშემო მყოფებს, იყოს და გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და ჯანმრთელად. თურმე, არც ისე ბევრი დროა ამისთვის საჭირო - ძილის წინ 15 წუთიც რომ გამოყოთ ამისთვის, დილით ისევ ლამაზი გაიღვიძებთ.
მაგალითად, თუ ეს-ეს არის, შხაპი მიიღეთ, სანამ საწოლს მიაშურებთ, 15 წუთი გრჩებათ. თუ ამ მარტივ მანიპულაციებს ყოველ ღამე ჩაატარებთ, რამდენიმე დღეში შედეგი გაგაოცებთ.
22:45 (დრო პირობითია, შეიძლება თქვენ უფრო ადრე ან გვიან წვებით. ასევე პირობითია კრემებისა და ლოსიონების ხსენება - შეგიძლიათ, ისინი ბუნებრივი, შინ მომზადებული საშუალებებით შეცვალოთ) - სახე. გამწმენდი კრემი დაიდეთ და ცენტრიდან საფეთქლებისკენ მასაჟი გაიკეთეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ. შემდეგ ლოყებზე, შუბლსა და ყელზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.
22:50 - თვალები. ასაკის მატებასთან ერთად თვალების ირგვლივ წვრილი ნაოჭები ჩნდება. ნაზი კანის გასასწორებლად ანტიმჟანგავების შემცველი ქუთუთოების კრემი წაისვით.
22:52 - ტუჩები. არც ტუჩებს აწყენს მოვლა, შეგიძლიათ, მკვებავი ბალზამი წაისვათ. დილით თქვენი ტუჩები ყვავილის ფურცელივით ნაზი იქნება.
22:54 - სხეული. მსუბუქი მოძრაობით სუფთა სხეულზე დამატენიანებელი ლოსიონი წაისვით.
22:56 - ფეხები და ხელები. ხელებზე ხელის კრემი წაისვით და ორივე ხელი ნაზად მანამ დაისრისეთ, სანამ კრემი მთლიანად არ შეიწოვება. ფეხისგულებშიც დაღლილობის მოსახსნელი ფეხის კრემი შეიზილეთ და შემდეგ ბამბის წინდები ჩაიცვით, თბილ ფეხებზე კრემის დამარბილებელი ეფექტი გაძლიერდება.
22:58 - თმა. დაასვენეთ თმაც. ნატურალური ჯაგრისით ყველა მიმართულებით გულმოდგინედ დაივარცხნეთ. ამით სისხლის მიმოქცევას სტიმულს აძლევთ და კულულებიდან მტვერსა და თმის ლაქს მოიცილებთ. თუ ღამით თმა იწეწება, ატლასის ბალიშისპირი შეიძინეთ.
23.00 - ძილი. თუ შეშუპებისკენ გაქვთ მიდრეკილება, რეკომენდებული არ არის, დაძინებამდე ერთი საათით ადრე რამე დაილოთ. თუ ეს პრობლემა არ გაწუხებთ, ფინჯანი გვირილის ან პიტნის ჩაი დალიეთ. ძილისათვის საუკეთესო პოზიცია ზურგზე წოლაა. დილით სახე "დაჭმუჭნილი" არ გექნებათ.
ამ პროცედურების შემდეგ დილით უფრო მხნედ და მომხიბვლელად იგრძნობთ თავს.
ასევე იხილეთ: კრემისა და ნიღბების გამოყენების აუცილებელი წესები ყველა ქალისთვის (+რეცეპტები)
იაპონელების სასწაულმოქმედი სახის მასაჟი - მარტივი მეთოდი ნაოჭების წინააღმდეგ