მშობლებისთვის ლექციები ჩატარდება აცრების აუცილებლობის შესახებ 2000 წლიდან 2015 წლამდე, 15 წლის განმავლობაში, ლატვიაში 35 აუცრელი ბავშვი დაიღუპა. ლატვიაში ექიმებმა განგაშის ზარები შემოჰკრეს. რიგის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში კლინიკას მიმართა 700-მა ბავშვმა - ისინი დაავადებულები იყვნენ ინფექციით, რომლის საწინააღმდეგო აცრასაც სახელმწიფო აფინანსებდა, თუმცა მშობლებმა შვილები რატომღაც არ აცრეს.
სტატისტიკურად დადგინდა, რომ ყოველ მე-10 ბავშვს, რომელსაც ჰქონდა დიფტერია, ათავსებდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მათგან 98%-ს ესაჭიროებოდა განსაკუთრებული თერაპია.
ბავშვთა ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად 800 000 ბავშვს უტარდება ვაქცინაცია, რომლის გვერდითი მოვლენა მაღალი ტემპერატურაა.
ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ მშობლებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ აცრის აუცილებლობაზე, 2015 წლის თებერვლიდან ბავშვთა საავადმყოფოებში იმუშავებს ვაქცინაციის ცენტრები, სადაც ჩატარდება მშობლებისთვის ლექციები აცრების აუცილებლობის შესახებ.
აცრების აუცილებლობაზე ბოლო დროს საქართველოშიც აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ერთხმად მოუწოდებენ მშობლებს ვაქცინაციის აუცილებლობაზე, არსებობენ მშობლები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და ამჯობინებენ, შვილები არ აცრან.
ასევე იხილეთ: აცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები