შემაძრწუნებელი ფაქტები და ფოტოები ჩვენს საუკუნეშიც არც ისე იოლია ქალობა. ბევრ პრობლემასთან და თავსატკივართან არის დაკავშირებული, იყო ქალი. ჩვენს ქვეყანაშიც... თუმცა არის ქვეყნები, სადაც ქალები მუდმივი ძალადობის, რეპრესიების, იზოლაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. თქვენ წინაშე 10 ქვეყანაა, რომლებიც საერთაშორისო სპეციალისტებმა ყველაზე უარეს საცხოვრებლად დაასახელეს სუსტი სქესისთვის.
1. ავღანეთი
ავღანელი ქალები საშუალოდ ერთი წლით უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ავღანელი მამაკაცები – 45 წელს. ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალია წერაკითხვის უცოდინარ ქალთა რიცხვი. გოგონების უმრავლესობა 16 წლამდე თხოვდება. ქალების 85% სამედიცინო დახმარების გარეშე მშობიარობს, რის შედეგადაც ამ ქვეყანაში ყოველ 30 წუთში იღუპება მშობიარე. ავღანეთში ყველაზე მაღალია დედების სიკვდილიანობის დონე.
2. გვატემალა
გვატემალის ქალებს გამუდმებით უწევთ არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის ატანა, არამედ ხშირი გაუპატიურებისაც. ამ ქვეყანაში ასევე მაღალია შიდსითYდაავადების მაჩვენებელი.
3. კონგო
ომმა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, არა მხოლოდ 3 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, ქალების მდგომარეობაც შეცვალა. ახლა მათ უწევთ წინა ხაზზე ბრძოლა და ყოველდღიურ სასტიკ რეალობასთან შეგუება: ქალები ხშირად ხდებიან პირდაპირი თავდასხმებისა და ძალადობის მსხვერპლი, რომლებიც მეომარ მხარეთა მხრიდან მოდის. ყოველდღიურად 1000-ზე მეტ ქალს აუპატიურებენ, 1996 წლიდან კი 200 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ორსულთა 57%-ს ანემია აქვს და პრაქტიკულად არც ერთ ქალს არ აქვს უფლება, რაიმე იურიდიულ დოკუმენტს მოაწეროს ხელი ქმრის ნებართვის გარეშე.
4. ინდოეთი
ინდოეთში შიდსით ინფიცირებულთა 39% ქალია. მათი 70% რეგულარულად არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. 29 წუთში ერთხელ ქალი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. XX საუკუნეში ინდოეთში 50 მილიონზე მეტი გოგონა მოკლეს, დაახლოებით 100 მილიონი ქალი და გოგონა კი ადამიანებით მოვაჭრეთა მსხვერპლად იქცა. ან ქვეყანაში გოგონების 44% 18 წლამდე თხოვდება.
5. ერაყი
სადამ ჰუსეინის მმართველობიდან ამერიკელების მიერ გათავისუფლების შემდეგ ერაყი ნამდვილი სექტანტური ჯოჯოხეთია ქალებისთვის. ქვეყანა, რომელსაც ერთ დროს ქალთა განათლების ყველაზე მაღალი დონე ჰქონდა არაბულ სამყაროში, დღეს ყველაზე დაბლა დგას. თუმცა მხოლოდ ესეც არ არის. 2014 წლის ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებმა 150-ზე მეტი ქალი სიკვდილით დასაჯეს – მიზეზი? მათ უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ ახალ სოციალურ ფენომენში, რომელსაც სექს-ჯიჰადი ჰქვია.
6. მალი
მალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც ძალიან ცოტა ქალი თუ ახერხებს, სასქესო ორგანოების მტანჯველ წინდაცვეთას რომ გაექცეს. ბევრი გოგონა ამ ქვეყანაში იძულებულია სრულიად ნორჩ ასაკში დაქორწინდეს, ყოველი მეათე კი მშობიარობის ან ორსულობის დროს იღუპება.
7. პაკისტანი
ამ ქვეყნის ზოგიერთ ტომში ქმრის დანაშაულისთვის ცოლს აუპატიურებენ. თუმცა კიდევ უფრო სასტიკია ე.წ. ღირსების მკვლელობა. სულ ცოტა ხნის წინ პაკისტანი რელიგიური ექსტრემიზმის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც ქალი პოლიტიკოსების, ასევე ადვოკატებისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ არის მიმართული. რაკი ამ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო კანონი, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხდება ქალების 90%.
8. სომალი
სომალიში მიმდინარე სამოქალაქო ომმა მკვეთრად შეცვალა სიტუაცია ქალებისთვის, რომლებიც ადრე ოჯახური კერის დამცველები იყვნენ. გოგონების 95%-ს 4-დან 11 წლამდე აუპატიურებენ. ამ ქვეყნის პარლამენტში ადგილების მხოლოდ 7,5% ეკუთვნით ქალებს. სომალიში მშობიარეთა მხოლოდ 9%-ს აქვს საშუალება, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
9. სუდანი
სუდანის დასავლეთში ქალების მდგომარეობა რამდენიმე კანონის მიღების შემდეგაც სავალალოა. ქალებს იტაცებენ, აუპატიურებენ, ასახლებენ. 2003 წლიდან სუდანში ერთ მილიონზე მეტი ქალი მოკლეს.
10. ჩადი
ჩადში ქალები პრაქტიკულად უუფლებოები არიან. გოგონების იმრავლესობა 11-12 წლისა თხოვდება. ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები სუდანელი ქალები ყოველდღიურად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. არც ბანაკის გარეთ არიან უსაფრთხოდ: მათ ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები დევნიან.