ინფორმაცია მშობლებისთვის - როდის დაიწყება მეორე ეტაპი და სად უნდა დარეგისტრირდეთ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია დღეიდან, 13 საათზე იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში ელექტრონულ მისამართზე www.kids.org.ge.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან:
1. 100000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი);
2. სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
3. სპეციალური საგანმანათლებლო (ინკლუზია) საჭიროების მქონე ბავშვები;
4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.
ხოლო მეორე ეტაპზე, 8 ივლისის 13 საათიდან, სხვა დანარჩენი ბავშვები დარეგისტრირდებიან.