ერთ-ერთი მოსწავლის დედამ შვილის ტელეფონში მასწავლებლის სასიყვარულო გზავნილი იპოვა ამერიკაში ინგლისური ენის მასწავლებელ ჯენიფერ ფიხტერს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ბრალდებულად ცნეს თავის მოსწავლეებთან, 17 წლის მოზარდებთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში. 30 წლის ფიხტერმა ბოდიში მიუხადა მოსწავლეთა ოჯახებს და ასევე თავისი ოჯახის წევრებს, თუმცა ამან მისი სასჯელი ვერ შეამცირა.
ფიხტერი ლეიკლენდის ცენტრალური აეროკოსმოსური აკადემიის მასწავლებელი იყო. მისი სამი ყოფილი მოსწავლე ამტკიცებს, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდათ.
ძიებით დგინდება, რომ სხვებთანაც ჰქონია კავშირი. შეხვედრები ჯენიფერის სახლში ხდებოდა, მის მანქანაში ან ერთ-ერთი მოზარდის სახლში. ბრალმდებლები ასევე ახსენებენ აბორტს, რომელიც ქალს ამ პერიოდში გაუკეთებია. ფიხტერი მას მერე დააპატიმრეს, რაც ერთ-ერთი მოსწავლის დედამ შვილის ტელეფონში მასწავლებლის სასიყვარულო გზავნილი იპოვა.
"ვერ ვიტან იმას, რაც ჩემმა ეგოიზმმა გააკეთა, სწორედ ეს იქცა დანაშაულის მიზეზად. ეს ეგოისტური დანაშაული იყო და ბოდიშს ვიხდი ამის გამო", - განაცხადა ჯენიფერმა განაჩენის გამოტანამდე.
ბრალმდებელი 25 წლით პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ კი 22 წელი მიუსაჯა. თუმცა ამერიკაში უკვე დაიწყო ჯენიფერის დამცველთა მოთხოვნები, რომ ეს არარეალურად სასტიკი განაჩენია და რომ 17 წლის ბიჭები ბავშვები არ არიან და მათთან კავშირი ასე არ უნდა ისჯებოდეს და ა.შ.