ამ სქემით სარგებლობას ნებისმიერი პოტენციური დედა შეძლებს მეცნიერების მიერ შედგენილი კალკულატორი ნებისმიერ ქალს აძლევს საშუალებას, გაიგოს, რა ასაკამდე უნდა მოასწროს გაჩენა და როდის იქნება გვიანი. ამ სქემით სარგებლობას ნებისმიერი პოტენციური დედა შეძლებს.
"გაჩენას ყოველთვის მოვასწრებ, მანამდე კი ჩემ ნებაზე უნდა ვიცხოვრო", - ასეთ ფრაზას დღეს ბევრი ქალისგან გაიგონებთ. თუმცა მეცნიერები სულ სხვა რამეს ამბობენ: ფერტილობა, ანუ შვილოსნობის უნარი, ასაკთან ერთად იცვლება და ახლა საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის სპეციალისტებმა მეთოდიც იპოვეს, რომელიც ნებისმიერი ქალისთვის გამოთვლის შვილოსნობის ასაკს.
ეს კალკულატური საშუალებაა, გამოთვალოთ დაორსულებისთვის საუკეთესო ასაკი იმის მიხედვით, რამდენი შვილის გაჩენა გსურთ. მეცნიერების მიერ შედგენილი ეს გათვლები 300 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა – 58 ათასზე მეტი ქალის რეპროდუქტიული შესაძლებლობების შესახებ.
მაგალითად, თუ გსურთ, სამი შვილის დედა გახდეთ, ჯობს დრო არ გაწელოთ და ამაზე მუშაობა უკვე 23 წლიდან დაიწყოთ. ამ შემთხვევაში წარმატების შანსები, რეპროდუქტიული ტექნოლოგიების ჩარევის გარეშე, 90%-ია. ვინც ორი შვილის გაჩენას აპირებს, მისთვის პირველი მშობიარობის მაქსიმალურად საუკეთესო ასაკი 27 წელია, ხოლო ვინც ერთზე აპირებს შეჩერებას – 32 წელი. თუ 31 წლამდე გადადებთ ოჯახის შექმნას და სამი შვილის გაჩენა თუ გსურთ მაინც, ასეთ შემთხვევაში წარმატების შანსი 75%-მდე ეცემა, ხოლო 35 წლის მერე – 50%-მდე.
მეცნიერების აზრით, ეს გამომთვლელი ყველასთვის იქნება სასარგებლო – უფროსკლასელებიდან დიდ ქალებამდე. მათ მისცემს საშუალებას, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, ცხოვრების რომელ ეტაპზე ჯობს ყველაფრის მიტოვება და შვილების გაჩენაზე ფიქრი.
P.შ. რასაკვირველია, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ეს არის საშუალო სტატისტიკური მონაცემები და თქვენი კონკრეტული შემთხვევა შეიძლება სულაც არ დაემთხვას გამოთვლით მაჩვენებლებს.