დედები თურმე შვილებისთვის ტუჩებში კოცნის გარეშე ვერ ძლებენ ავსტრალიელ დედები თურმე შვილებისთვის ტუჩებში კოცნის გარეშე ვერ ძლებენ. მეტიც, მიაჩნიათ, რომ ეს ურთიერთობის სრულიად ბუნებრივი ფორმაა და არცერთმა მშობელმა ამისგან თავი არ უნდა შეიკავოს. ამ ყველაფრის გამო დედებმა მასობრივად დაიწყეს ინტერნეტში ფოტოების გამოქვეყნება, სადაც შვილებს ტუჩებში კოცნიან. ეს არის პროტესტი ერთი კალიფორნიელი ექიმის შარლოტა რეზნიკის განცხადებაზე, რომ ბავშვისთვის ტუჩებში კოცნა არასასურველია.
საქმე ისაა, რომ რეზნიკმა ეს შენიშვნა ჯერ კიდევ 2010 წელს გააკეთა, მაგრამ აჟიოტაჟი რატომღაც ახლა ატყდა. მაშინ ექიმმა ცნობილ მუსიკოსს, ჰარი კონიკს მიუთითა, რომელმაც თავის 8 წლის გოგონას ტუჩებში აკოცა. ექიმის განმარტებით, ტუჩებში კოცნა ბავშვს ნაადრევ სექსუალურ ინტერესებს უჩენს და შეიძლება ლტოლვა გაუღვიძოს.
"ასეც რომ არ მოხდეს, ბავშვზე რაღაც კვალს მაინც ტოვებს. როცა დედა კოცნის მამას ტუჩებში და პირიქით, ეს ბავშვებს ყურადღების მიღმა არ დარჩებათ. როცა თავად მათ კოცნიან, გარკვეულ პარალელებს ავლებენ სასიყვარულო მომენტებთან, რომლებსაც ტელევიზორშიც ხშირად ხედავენ" - აცხდებდა რეზნიკი.
ექიმის შენიშვნას პასუხად ფოტოების წვიმა მოჰყვა, სადაც დედები შვილებს ტუჩებში კოცნიან.
აზრი სპეციალისტებმაც გამოთქვეს.
"აბსურდული აზრია, თითქოს ბავშვს მშობლის კოცნა სექსუალურ აზრებს აღუძრავს" - აცხადებს სიდნეის ბავშვთა ფსიქოლოგიის ცენტრის ექიმი ფიონა მარტინი.
ფსიქოლოგი ჰიზერ ირვინ-რანდლერიც ეთანხმება კოლეგას. მასაც მიაჩნია, რომ რეზნიკის შეხედულება გადაჭარბებულია.
ეს ჩვევა ქართველ მშობლებსაც აქვთ. ამაში სექსუალურის საფრთხეების დანახვა ალბათ მართლაც გაზვიადებულია, სამაგიეროდ, ჰიგიენის თვალსაზრისით შესაძლოა არც არის გამართლებული უყოს. თქვენ როგორ ფიქრობთ?