ზოგჯერ საჭიროა ამ უდიდესი პოზიტიური ტალღის სხვებისთვის გაზიარებაც სოციალურ ქსელში დედების ბევრი ემოციური პოსტი ხვდება. ვფიქრობთ ზოგჯერ საჭიროა ამ უდიდესი პოზიტიური ტალღის სხვებისთვის გაზიარებაც. დედებს ბევრ სიხარულთან ერთად ბევრი პრობლემა და დარდიც აქვთ. მათ გასამხნევებლად გვინდა ეს პოსტი წარმოგიდგინოთ. მართლაც, რა უნდა გულში დარდს, როცა შენთვის ყველაზე ძვირფასი პატარა ადამიანები შენს თვალსწინ ბიაბიჯებენ და უზარმაზარ სითბოს ასხივებენ.
"ბაღიდან მომავლების კაცური საუბარი: "თორნიკე, მოდი ხელი გადაგხვიო და ერთად ვიალოთ, (თორნიკე დათანხმდა).
- თონიკე, ბარშიი იტილეე? მეძებდიი? (თორნიკე თავშეკავებულად თავს უქნევს თავის ძამიკოს თანხმობის ნიშნად). ალ უნდა იტილო თონიკე, ბაღი კარგია.
P.S. კიდევ გაგრდძელდა ძმებს შორის კაცური საუბარი, ტბილი და გულწრფელი, ხელი ისე თბილად ქონდა გადახვეული და ისე თბილად არიგებდა ძმას, უკან უჩუმრად მოვსდევდი და სიხარულის ცრემლებს ვიწმენდდი. მიხარიხართ ჩემო ბიჭებო, ყველაზე ტბილებო და კარგებო, დედიკოს საამაყო შვილებო, აი ეს არის ძ.მობა პატარა გულებით უყვართ, უფრთხილდებიან, არიგებენ, ეფერებიან, ცრემლებს წმენდენ, უყოფენ ტკბილეულს და სათამაშოებს. რა უნდა მოხდეს ამათ ცხოვრებაში, რომ ეს ძმური სიყვარული შეეცვალოთ. გამეზარდეთ, დედი, ჯანმრთელი და ბედნიერი, მიყვარხართ სიგიჟემდე.
ნათია ცალუღელაშვილი