მისანმა ყურადღებით მოუსმინა და ბოთლით სითხე მისცა. თან დაარიგა, მის საჭმელში შეურიეო რძალ-დედამთილი გამუდმებით კამათობდა და რძალმა გადაწყვიტა დედამთილის მოშორება. წავიდა მისანთან.
მისანმა ყურადღებით მოუსმინა და ბოთლით სითხე მისცა. თან დაარიგა, მის საჭმელში შეურიე, გამოზოგე, ნელ-ნელა მოიწამლება და მოკვდებაო. მაგრამ შენზე რამე რომ არ იეჭვონ, რაც შეიძლება მეტი ყურადღებით და სითბოთი მოექეციო. აღარაფერზე ედავო და ეკამათოო. სულ ტკბილად და თბილად ელაპარაკეო. წამალი რომ დამთავრდება მოდიო.
რძალი დათბა და დატკბა, ეფერა და ესიყვარულა დედამთილს, აღარც ეკამათებოდა და ყველაფერს მისი რჩევით აკეთებდა. დედამთილიც, ამის შემხედვარე, ნელ-ნელა შეიცვალა და მთელი გულით შეიყვარა რძალი. ისიც ტკბილი და თბილი გახდა. ცივ ნიავს არ აკარებდა და შვილში აღარც არჩევდა.
სახლში სიყვარულმა, მყუდროებამ და უდიდესმა სიმშვიდემ დაისადგურა.
ერთ დღესაც გოგონამ დაავლო დაუმთავრებელ საწამლავს ხელი და მისანთან გაიქცა გულხეთქებით. მისვლისთანავე ვედრება დაუწყო, რომ მიეცა ისეთი წამალი, რომელიც მის საყვარელ დედამთილს დალეული საწამლავის ზიანისგან გამოასუფთავებდა. მისანმა კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, რომ ე.წ. საწამლავი ჩვეულებრივი სასმელი წყალი იყო და მის თვალწინ დალია დარჩენილი სითხე.
გოგონა მიხვდა მისნის სიბრძნეს და გახარებული დაბრუნდა სახლში.
P.S. რასაც დასთეს იმას მოიმკი.