მას თან მიაქვს ფანარი (სამშობიაროში ელექტროგაყვანილობა არ არის), ჭიპლარის გადასაჭრელი სამართებელი... - გამაოგნებელი ამბები თანამედროვე ქალების მშობიარობაზე რა ნივთები წავიღო სამშობიაროში? ამ კითხვით მომავალი დედები ხშირად მიმართავენ ერთმანეთს და უზიარებენ გამოცდილებას. საინტერესოა რა ნივთები მიაქვთ სამშობიაროში ქალებს სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც საქმე სამშობიარომდე მიდის, მომავალ დედას უკვე მზად აქვს ჩანთა საჭირო ნივთებით. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა ნივთები უდევს მომავალ დედას ჩანთაში?
განვითარებულ ქვეყნებში ქალებს თან მიაქვთ ბავშვის ტანსაცმელი, ბიუსტჰალტერი, ტანის ზეთები, ნელსაცხებლები, მოხერხებული ტანსაცმელი, პირსახოცი. ღარიბ ქვეყნებში ეს ჩამონათვალი მკვეთრად განსხვავებულია. ფოტოპროექტი, რომელიც არაკომერციულმა ორგანიზაცია WaterAid-მა მოამზადა გვიჩვენებს, რომ ზოჯერ მომავალ დედებს უწევთ საშინელ ანტისანიტარიულ პირობებში მშობიარობა იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე მოავლინონ.
აგნეს ნოტია ტანზანიიდან 22 წლისაა. მას ჩანთაში მხოლოდ ბავშვის რამდენიმე ტანსაცმელი, პლედი, თერმოსი, ჩაი, საპონი და წყლით სავსე ბოთლი უდევს. სამშობიაროში წყალგაყვანილობა არ აქვთ. მშობიარობის შემდეგ ისინი უნიტაზზე იბანენ.
ჯოან ლორი, ლონდონი (დიდი ბრიტანეთი), 34 წლის. მის ჩანთაში დევს: პამპერსები, ბავშვის და თავის ტანსაცმელი, პირსახოცი, კოსმეტიკა, აიპედი, საფენები, პლედი, წყლის ბოთლი, რომელსაც ავსებს სამშობიაროში და რასაც ვერ აკეთებენ აფრიკის სამშობიაროებში.
ელენი (მალავის რესპუბლიკა), 23 წლის. ჩანთაში მოკრძალებულად უდევს: ფანარი (სამშობიაროში შუქი არ არის), პოლიეთილენის ნაჭერი (საწოლზე დასაფენად მშობიარობის დროს), სამართებელი (ჭიპლარის გადასაჭრელად), თოკი, ჭიპლარის გადასაკვანძად, ფული კვებისთვის, რადგან 4 კვირა უნდა გაატაროს სამშობიაროში.
დიანა ნაიერსი, ნიუ-იორკი (ა.შ.შ.). მან აღიარა, რომ ფიქრობს, თუ როგორ გაუმართლა იმ პირობებით, რა პირობებშიც უნდა იმშობიაროს. მის ჩანთაშია: პლეიერი, სამასაჟო ეთერზეთები, ბიუსტჰალტერი, ბალიში ძუძუთი კვებისთვის, ტანსაცმელი თავისთვის და ბავშვისთვის, პლედი.
ზაიტუნი (ტანზანია). მშობიარობის შემდეგ ქალს დაეწყო სეფსისი, მას გადაუსხეს სისხლი. ბავშვის ტანსაცმელი არ აქვს, ამიტომ გახვეული ჰყავს ნაჭრებში. მისი ნივთების შემადგენლობა ასეთია: ტანსაცმელი, წყლიანი ბოთლი, საჭმელი და ტაშტი.
ტაკაკო (იაპონია). იაპონიაში მომავალ დედებს მაქსიმალურად ყველანაირ პირობას უქმნიან. ბავშვებისთვის აქვთ საღამურები, პამპერსები და ტანსაცმელი. ამიტომ ტაკაკომ თან ბევრი არაფერი წაიღო: გამოწერის დროს ბავშვის ტანსაცმელი, დაზღვევის საბუთები, თავისთვის თეთრეული და პირადი ჰიგიენის საშუალებები.
ხეიზ შანდუმბა (ზამბია), 27 წლის. მის ჩანთაში ძალიან მოკრძალებულ ნივთებს აღმოაჩენთ: საბავშვო პლედი, ბამბა, ხელსახოცები, პოლიეთილენის ნაჭერი (სამშობიარო სავარძელზე დასაფენად, რადგან არ ასტერილებენ).
ქეთი შოუ, მელბურნი (ავსტრალია), 31 წლის. ჩანთაში ძალიან ბევრი ნივთი აქვს, თუმცა ავსტრალიაში პრაქტიკულად ყველაფერი არის. ქეთის ჩანთაში აქვს: კოსმეტიკა, ტკბილეული, საფენები, ბავშვის ტანსაცმელი, თავისი ტანსაცმელი, სამასაჟო ზეთები.
საქართველოში ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა. უმეტეს სამშობიაროში დედებს ადგილზე ხვდებათ ყველა საჭირო ნივთი, როგორც თავისთვის, ისე - ბავშვისთვის. მხოლოდ ტანსაცმელზე უწევთ ხოლმე ზრუნვა.