მულტიმილიონერის ქალიშვილის საქორწილო კაბა, რომელიც დუბაიში, 6 000 ევროდ შეიკერა, თავისი მასშტაბურობითა და დიზაინით გამოირჩეოდა დაახლოებით ორი ათასი სტუმრით აღნიშნა ქალიშვილის ქორწილი მერაბ ელაშვილმა, რომელიც 40 წლის ასაკში რუსეთში უკვე ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენად არის ცნობილი. ქართული წარმომავლობის ებრაელი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელს, "გ.მ.რ. - სტუმართმოყვარეობის სამყაროს" ფლობს.
ძვირად ღირებული ქორწილი თელ-ავივში გაიმართა, სადაც მოსკოვიდან რუსეთის მთავარი რაბინიც მიიწვიეს. მულტიმილიონერის ქალიშვილის, ანას საქორწილო კაბა, რომელიც დუბაიში, 6 000 ევროდ შეიკერა, თავისი მასშტაბურობითა და დიზაინით გამოირჩეოდა.
ქორწილში ქართული ცეკვებიც შესრულდა, მოწვეულ ცნობილ მომღერლებს შორის კი ნიკოლაი ბასკოვი და სოსო პავლიაშვილი იყვნენ. სპეციალურად ქორწილისთვის აშშ-დან რეპერი რაიან ლესლი ჩამოიყვანეს. იხილეთ ვიდეო
სხვათა შორის, შარშან ასევე გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა თავის ვაჟს მერაბ ელაშვილის ძმამ გიორგიმ - მოსკოვოის მანეჟზე. მაშინ მილიონერების ოჯახს 1500 სტუმარი ჰყავდა მიწვეული და მათ წინაშე გამოდიოდნენ ფილიპ კირკოროვი, გრიგორი ლეპსი, თამარ გვერდწითელი და ლელა წურწუმია.
ელაშვილის ცოლი ჰაია თეთრუაშვილია, რომელიც ბელგიაში გაიცნო და წყვილი უკვე წლებია, ერთად ცხოვრობს.