ამ თემაზე ბევრი მშობელი ჩაბმულა ცხარე კამათში რა უნდა წაუკითხოთ ბავშვს და რომელი ასაკიდან, ამ თემაზე ბევრი მშობელი ჩაბმულა ცხარე კამათში. ზოგი აღუობიდან ვეფხისტყაოსანს უკითხავს, ზოგი ფიქრობს რომ 5 წლის ასაკში წითელქუდა და კომბლე სრულიად საკმარისია. ახალი დებატების გაჩაღებისკენ არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ერთი დედის პოსტს გთავაზობთ, რომელიც ძალიან მოკლედ და ნათლად პასუხობს ზემოთ დასმულ შეკითხვას.
"რაღაც პოსტს წავაწყდი, ბავშვებზე და ზღაპრებზე... ჩემები, როცა ძალიან პაწაწინები იყვნენ, გამოგიტყდებით და არ ვუკითხავდი ზღაპრებს... ძილის წინ ლექსებს ვუკითხავდი... წლების მერე, როცა უკვე სკოლაში სწავლობდნენ და უკვე კარგა მოზრდილებიც და მეხსიერებაგაზსნილებიც იყვნენ, სკოლიდან დაბრუნებული ეკუნა თვალებგაფართოებული მიყვება: დედა, დღეს გალაქტიონის "ქარი ქრის" ზეპირად მოვყევი, არადა წაკითხულიც არ მქონდაო... მე კი, იმ საღამოებს დავაბრალე, ზღაპრების მაგივრად ლექსებს რომ ვუყვებოდი და მათ რითმების ტონში ვაძინებდი... ხოდა, რა მინდა ვთქვა: თქვენს შვილებს ნუ წაუკითხავთ მატყუარა და ფლიდ ნაცარქექიაზე ზღაპრებს... სხვა რამ წაუკითხეთ, თუნდაც სამშობლოს სიყვარულზე, თუნდაც ლექსები... ისინი იმაზე მეტს იმახსოვრებენ და იმაზე დიდხანს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ...
ოლიკო ცისკარიშვილი