"მე მხოლოდ დედის წყალობით გადავრჩი, რომელსაც ჩემი ბედი ჩემს კარიერაზე მეტად აღელვებდა" - სკანდალური აღიარება! "ბეჭდების მბრძანებლის" ვარსკვლავი ელაიჯა ვუდი ამბობს, რომ ჰოლივუდში პედოფილები მრავლად არიან და მათ გავლენიანი ადამიანები მფარველობენ. ელაიჯას თქმით, რომელიც კინოსამყაროში ბავშვობიდან მოღვაწეობს, ჰოლივუდელი პედოფილები აიძულებენ მსახიობ ბავშვებს მათთან კავშირს. ეს ხშირად ხდება, მაგალითად, ელიტურ ღონისძიებებსა და წვეულებებზე.
"თუ უბიწო ხართ და ცხოვრებას არ იცნობთ, მაგრამ გსურთ წარმატების მიღწევა, ჰოლივუდის პარაზიტები თქვენში იოლ ნადავლს დაინახავენ", - ამბობს ელაიჯა.
მისივე მტკიცებით, მოძალადეთა მსხვერპლნი, როგორც წესი, სდუმან, რადგან გავლენიან პიროვნებებს კინოინდუსტრიაში უფრო დაუჯერებენ, ვიდრე მათ. "პედოფილია ჰოლივუდში გულმოდგინედ არის ორგანიზებული და მე თვითონ მხოლოდ იმიტომ გავექეცი ამ ხვედრს, რომ დედა არ მიშვებდა კლუბებში და წვეულებებზე. მას გაცილებით მეტად აღელვებდა ის, რომ მე კარგი ადამიანი გავმხდარიყავი, ვიდრე ჩემი კარიერა".