ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობდა, რომ ქორწილის დღეს თავის გოგონას საკურთხევლამდე ვერ მიიყვანდა კრის პალმერს ფეხის სიმსივნის საკმაოდ მძიმე ფორმა აქვს, რომელმაც 2012 წელს საწოლს მიაჯაჭვა - ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს. ყველაზე მეტად კაცი იმაზე ნერვიულობდა, რომ ქორწილის დღეს თავის გოგონას საკურთხევლამდე ვერ მიიყვანდა, თუმცა ეს ოცნება მაინც აისრულა!
მისმა ქალიშვილმა ჰიზერმა წაიკითხა სტატია, რომელიც ბიონიკურ კოსტიუმებზე იუწყებოდა - ეს ერთგვარი ჩასაცმელია, რომელიც დამბადაცემულ ადამიანებს სიარულის საშუალებას აძლევს.
მომავალმა პატარძალმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბიონიკური კოსტიუმი მამამისისთვის დროულად მიეტანათ და კრისმაც თავისი მოვალეობა შესანიშნავად შეასრულა - ქალიშვილი საკურთხევლამდე მიაცილა.