"შესაძლოა თავი უხერხულად იგრძნოთ ტექსტის შინაარსის გამო, მაგრამ ეს კარგიცაა. .." ტასმანიის კუნძულის მცხოვრებელ ბლოგერსა და ფოტოგრაფს დანიელ ბაროუსს, ისევე როგორც ყველა დედას, აღელვებს ის ნაკვალევი, რასაც ორსულობის დროს შვილები დედის სხეულზე ტოვებენ. ძალიან გულწრფელ წერილში, ის აღიარებს, რომ სულაც არ განიცდის და არც ყურადღებას აქცევს ამ ცვლილებებს. ეს ნაკვალევი ხომ ყოველდღიურად ახსენებს მას ორი შესანიშნავი ბიჭუნას არსებობას.
მან გადაწყვიტა, რომ თავისი შვილებისთვის მიემართა, თუმცა ეს მიმართვა ალბათ ყველა დედას ეკუთვნის, რომელიც ღელავს იმ ცვლილებების გამო, რასაც მათ ორსულობა და მშობიარობა უტოვებს.
გთავაზობთ წერილის ტექსტს:
“ჩემს უსაყვარლეს და არაჩვეულებრივ ბიჭებს.
შესაძლოა თავი უხერხულად იგრძნოთ ტექსტის შინაარსის გამო, მაგრამ ეს კარგიცაა. გაახილეთ თვალები, გული, გონება, რათა დაინახოთ ფიზიკური არასრულყოფილების მიღმა - ნამდვილი სილამაზე. საქმე ისაა, რომ ჩემი სხეული ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ მოევლინეთ ქვეყანას. მანამდე თავს უფლებას ვაძლევდი მეტარებინა მოკლე ტოპები, ახლა კი მიწევს გრძელი მაისურების ჩაცმა - თეძოების დასაფარად. როდესაც თქვენი სხეული იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩემს სხეულში, ვიცვლებოდი მეც. არ ვიცი, რა რაოდენობის Е ვიტამინს ვისვამდი მუცელზე, სტრიები რომ არ გამჩენოდა, მაგრამ სტრიები მაინც გაჩნდა. გამუდმებით ვიმეორებდი: “ეს ყველაფერი ამად ღირს! შენ შეძლებ, შენ ხომ ქალი ხარ, შენი დანიშნულება ეს არის!“. ერთხელაც ექიმმა გამომიცხადა: “არ არსებობს არანაირი შანსი, ფიზიოლოგიურად ვერ იმშობიარებ“.
იმ დროს კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, თუ რას ნიშნავდა ჩემი სხეულისთვის ამდენი ცვლილება. მერე მივხვდი, რომ ვერასოდეს ჩავიცმევდი ბიკინს. ჩემს მუცელს ამჩნევია საკეისრო კვეთის კვალი, ცალკე სტრიები, ნაკეცები...
შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სხეულს ვერ ვიტან, თუმცა სულაც არ ვარ მსუქანი... მართალი გითხრათ, ჩემს სხეულში ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ეს არ ეხება ორსულობასა და მშობიარობას. ძალიან ბევრი ქალი შეწუხებულია ორსულობის შემდგომი ცვლილებებით, ზოგიერთს რცხვენია კიდეც საკეისროს ნაწიბურის გამო. არასოდეს მიფიქრია, შემეცვალა ახლანდელი სხეული წინანდელით. მე ვგიჟდები, ისე მიყვარს ჩემი სხეული. ის გამოიყურება ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს.
ჩემი ნაწიბურები - თქვენი კარებია ამ სამყაროში, ეს არის ადგილი, სადაც პირველად შეისუნთქეთ ჰაერი. ეს არ არის საომარი ჭრილობები, ეს - დღესასწაულია, ეს ჩემი სიყვარულისა და დღესასწაულის ნაჭრილობებია, რომლებსაც სიამაყითა და მადლიერებით ვატარებ მთელი ჩემი ცხოვრება.
სიყვარულით, დედა.“