განავლისა ნერწყვის ანალიზი ამას ადასტურებს ნიდერლანდების აკადემიური სტომატოლოგიური ცენტრის მეცნიერების ჯგუფმა გაარკვია, რომ ანტიბიოტიკების ერთი კურსი ნაწლავის მიკროფლორის სერიოზულ დარღვევას იწვევს.
მკველვარებმა გამოიკვლიეს 66 ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან და შვედეთიდან. თითოეულ მათგანს უნდა მიეღო პლაცებო ან ერთ-ერთი ანტიბიოტიკით (რომელთა შორის იყო ციპროფლოქსაცინი, კლინდამიცინი, ამოქსიციკლინი, მინოციკლინი) ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი.
მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეების განავლისა და ნერწყვის ნიმუშები აიღეს კურსის დასაწყისში, ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებისთანავე და მკურნალობიდან 1, 2, 4 ან 12 თვის შემდეგ.
აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკების მიღება აძლიერებდა წამლისმიერი მდგრადობის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების ექსპრესიას, ასევე მოქმედებდა ნაწლავში მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებაზე.
ავტორებმა შენიშნეს ბიტურატების მასინთეზირებელი ბაქტერიების რაოდენობის შემცირება. ეს უკანასკნელი აქვეითებს ანთების დონესა და აინჰიბირებს ნაწლავის კიბოს განვითარებას.
პირის ღრუში ნორმალური მიკროფლორის აღდგენას მხოლოდ რამოდენიმე კვირა სჭირდებოდა, ხოლო ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციას არაერთი თვე. გაგრძელება