შეცდომაზე პასუხისმგებელი ის ფირმაა ვისაც ამ ლენტების დამზადება დაუკვეთეს 23 ივნისს, თბილისში კონკურსი "მის მკერდი 2016" გაიმართა. გამარჯვებული 18 წლის ნინო გოგავა გახდა, 5 ზომა მკერდით, "ვიცე მის მკერდის" ტიტული ანა მარიდაშვილს მიენიჭა, "მის დეკოლტე" კი ჟურნალისტი ნინო ჭელიძე გახდა. თუმცა, კონკურსს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ნინო ჭელიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: "ისეთი ტიტული მაქვს საქართველოში მეორეს არავის ექნება. ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ". როგორც გაირკვა, ლენტზე, რომელიც გამარჯვებულს გაუკეთეს, "მის დეკოლტეს" ნაცვლად "მისს დეკოდტე" ეწერა.
კონკურსის ერთ-ერთ მონაწილე ნინო ჭელიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, თუ რატომ გდაწყვიტა მონაწილეობის მიღება კონკურსში და რას ფიქრობს მის შედეგებზე:
"კონკურსზე ჩემთან ერთად ბევრმა გადაიღო სურათი და მერე ერთი ამბავი რომ ატყდა, გადმოვიღე ლენტი და მერე ვნახე რომ დეკოლტეს ნაცვლად ეწერა დეკოდტე. შეიძლება ამ შეცდომაზე გაიცინო კიდეც, მაგრამ შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო ძალიან ბევრი და ამაზე ძალიან გავბრაზდი. ორგანიზატორებმა ბოდიში მომიხადეს, თუმცა ორგანიზატორებს ეს ჯილდოები არ უნახავთ, ისინი მთელი დღე მონაწილეებთან ერთად იყვნენ და რეალურად ამ შეცდომაზე პასუხისმგებელი ის ფირმაა ვისაც ამ ლენტების დამზადება დაუკვეთეს. მგონი, კარგი იქნება, ეს ფირმა ბოდიშს თუ მოიხდის, რადგან მათი შეცდომის გამო ვილანძღები მე, არადა მე რა შუაში ვარ ვერ ვხდები.
გამომდინარე მოთხოვნებიდან (მაგ: მკერდის ზომა), რომლებსაც სრულყოფილად ვაკმაყოფილებდი, ვფიქრობდი რომ რაღაც ნომინაცია აუცილებლად შემხვდებოდა და შემხვდა მესამე ადგილი. თუმცა, კონკურსში გამარჯვების გამო არ მიმიღია მონაწილეობა, ჩემს მონაწილეობას სოციალური დატვირთვა ჰქონდა.